უკან

დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი (2021 წლიდან) თამაზ ხმელიძე

სამშენებლო მანქანების და მექანიკური მოწყობილობების აკადემიური მიმართულება თავის საწყისს იღებს თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში არსებული „სამშენებლო და სალიანდაგო მანქანების“ კათედრისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ინჟინერ-მექანიკოსთა ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე საქართველოში პროფესორი ივანე ბაქრაძე. 1959 წელს ინსტიტუტის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან შეერთების შემდეგ აღნიშნული კათედრის ბაზაზე 1961 წელს ჩამოყალიბდა „სამშენებლო და საგზაო მანქანებისა და მოწყობილობების კათედრა“, რომელსაც დაარსების დღიდან 1989 წლამდე ხელმძღვანელობდა ცნობილი მეცნიერი პროფესორი იური ქართველიშვილი. 1989 წლიდან 2020 წლამდე ხელმძღვანელობდა პროფესორი მიხეილ შილაკაძე. 2021 წლიდან „სამშენებლო მანქანების“ №108 დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი თამაზ ხმელიძე. სხვადასხვა დროს კათედრა ფუნქციონირებდა მექანიკა-მანქანათმშენებლობის, ავტომექანიკურ, სამშენებლო და სატრანსპორტო ფაკულტეტებზე, ამჟამად კი სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტზე.

თავისი არსებობის მანძილზე კათედრამ გამოუშვა 2000-ზე მეტი სპეციალისტი, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ, როგორც საქართველოში ისე მის გარეთ. მათ შორის 12 ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორია.

ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტი ფუნქციონირებს აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამით, რომლის ძირითადი მიმართულებებია:მშენებლობის მექანიზაცია, ამწე-სატრანსპორტო, სატრანსპორტო, სამშენებლო-საგზაო მანქანების და სამშენებლო ინდუსტრიის საწარმოთა მექანიკური მოწყობილობების, აგრეთვე სანავსადგურო სატრანსპორტო-ტექნოლოგიური საშუალებები (შემდეგში მმ, ასსსმ, სიმმ და სსტს).

მთავარი ამოცანა:

შესაბამისი სახელმწიფო სტანდარტებით და საგანმანათლებლო პროგრამებით განსაზღვრული სპეციალისტების მუშაობის ორგანიზაცია და განხორციელება ქვეყნის და საერთაშორისო მოთხოვნათა დონეზე დეპარტამენტის პროფილით.

ძირითადი ამოცანები:

  • სახელმწიფო სტანდარტებით და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული დისციპლინების და სასწავლო კურსების სწავლების უზრუნველყოფა თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ჩართვით;
  • დეპარტამენტის პროფილით შესაბამისი ფუნდამენტალური, საძიებო და გამოყენებითი მეცნიერული კვლევების ორგანიზაცია და განხორციელება;
  • მრავალდონიანი პროფესიული სისტემების განათლების ორგანიზაცია და განხორციელება დეპარტამენტის პროფილით;
  • ქვეყანაში მეცნიერული და საინჟინრო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება დეპარტამენტის პროფილით.

ძირითადი ფუნქციები:

საგანმანათლებლო მოღვაწეობის მიმართულებები :

  • საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი სასწავლო გეგმების დამუშავება (მათ შორის პროფესიული განათლების)
  • სახელმძღვანელოების, დისციპლინების სასწავლო-მეთოდური კომპლექსების და სხვა მეთოდური ლიტერატურის მომზადება და წარდგენა;
  • სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო მეცადინეობის ჩატარება;
  • დამოუკიდებელი სამუშაოების ჩატარება;
  • სტუდენტთა მოსწრების შუალედური კონტროლი;
  • დოქტორანტებისა და მაგისტრანტების საკვალიფიკაციო ნაშრომებზე კონტროლი და დასკვნების გაკეთება.

საკვლევ – სამეცნიერო მიმართულება :

  • შესრულებულ საკვლევ-სამეცნიერო სამუშაოებზე ანგარიშის წარდგენა;
  • სამეცნიერო-მეთოდური და სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში მონაწილეობის მიღება;
  • მონოგრაფიებზე, სამეცნიერო სტატიებზე, დისერტაციებზე რეცენზიების მომზადება;
  • დოქტორანტურაში ჩასარიცხი კანდიდატურების შერჩევა;
  • მაგისტრანტების და დოქტორანტების მუშაობის ინდივიდუალური გეგმების განხილვა;
  • მაგისტრანტების და დოქტორანტების პერიოდული ანგარიშების მოსმენა;
  • მაგისტრანტების და დოქტორანტების საკვალიფიკაციო ნაშრომებზე დასკვნების გაკეთება.

დეპარტამენტი ვალდებულია :

  • უზრუნველყოს თავისი ქმედების მაღალი ეფექტიანობა მასზე დაკისრებული ვალდებულებებით;
  • არ დაუშვას შინა განაწესის ნორმების დარღვევა.

შემადგენლობა და სტრუქტურა :

  • შემადგენლობა დამოკიდებულია სასწავლო დატვირთვის მოცულობაზე და სამეცნიერო კვლევის სპეციფიკაზე;
  • დეპარტამენტს თავის სტრუქტურაში აქვს ლაბორატორიები საექსპერიმენტო სტენდებით, სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, კომპიუტერული კაბინეტი.
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.