ბიოსამედიცინო ინჟინერია (ინგლისური ენა)
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
ფაკულტეტის დებულება
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
ABET-ის მოთხოვნების შესაბამისად, საჯაროდ ქვეყნდება აკრედიტებული პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები და სტუდენტთა სწავლის შედეგები, ასევე პროგრამასთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციას.
უნივერსიტეტს ABET-ის აკრედიტაციისთვის წარდგენილი აქვს შემდეგი ქართულ და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები
სამშენებლო ფაკულტეტი
პროგრამის მიზანია:
მიზანი 1: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის ფუნდამენტური თეზისების გამოყენებით, შეასწავლოს კურსდამთავრებულებს სამოქალაქო ინჟინერიის პროექტების მართვის, დარგში საინჟინრო პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის თანამედროვე მიდგომები, უახლესი ტექნიკური საშუალებები და ტექნოლოგიები.
მიზანი 2: სამოქალაქო ინჟინერიის ფუნდამენტური მეცნიერული საკითხების გააზრებით, აღზარდოს პრაქტიკოსი და ინოვატორი ინჟინრები, რომლებიც სათანადო თეორიული ცოდნის და პროფესიული კომპეტენტურობების გამოყენებით შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ სამოქალაქო ინჟინერიის სფეროს სოციალური, ტექნიკური და ბიზნეს გამოწვევების დაძლევაში.
მიზანი 3: შეუქმნას კურსდამთავრებულებს სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის მყარი საფუძველი.
ABET (Accreditation Board for Engineering and Technology) საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა (USA), რომლის მთავარი საქმიანობაა უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებების, ტექნოლოგიისა და გამოყენებითი მეცნიერებების სასწავლო პროგრამების აკრედიტაცია.
ცენტრის ხელმძღვანელი
ირინე გოცირიძე
პროფესორი