სტიპენდია და ფინანსური დახმარება
საფაკულტეტო სახელობითი სტიპენდიები
დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია
აკაკი ხოშტარიას სახელობის სტიპენდია
ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია
საქართველოში წარმატებული სტუდენტებისთვის მოქმედებს პროგრამა „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სემესტრულად გაიცემა და თვეში 150 ლარს შეადგენს. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს კი თავად უნივერსიტეტები განსაზღვრავენ.
აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც.
სტიპენდიები სტუ-ის ბაკალავრიატის I, II, III და IV კურსის იმ სტუდენტებზე გაიცემა, რომლებსაც სასწავლო წლის სემესტრის სესიების შედეგების მიხედვით აქვთ მაღალი რეიტინგი (რეიტინგის მაქსიმალური ქულის ოდენობა ყოველწლიურად იცვლება). სტიპენდიანტს ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიები არჩევენ.
სტუ-ში გარდა პროგრამისა „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“, არსებობს საფაკულტეტო სახელობითი სტიპენდიები. შესაძლებელია სტუდენტმა, სახელმწიფო სტიპენდიასთან ერთად, სახელობითი სტიპენდიაც მიიღოს, თუკი კონკურსის წესის შესაბამისად, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი ფოკუსირდება ქვეყნის წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელი საგანმანათლებლო მიმართულებების პოპულარიზებასა და ხელშეწყობაზე.
სტიპენდიის მოპოვება შუძლიათ მაღალ აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, შემდეგი ფაკულტეტებიდან:
- სამშენებლო ფაკულტეტი
- არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი
- აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი
- სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი
სტიპენდია ყოველთვიურია და მისი ოდენობაა 300 ლარი.
ფონდი ასევე გასცემს 1500 ლარის ოდენობის (ერთჯერადად) სტიპენდიას ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ყველაზე მაღალრეიტინგულ პირველკურსელს.
სოციალური შეღავათების მინიჭების პროგრამა
სტუ-ის სტუდენტს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ყველა იმ შეღავათით, რაც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთათვის, ომის ვეტერანების შვილებისათვის, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულთათვის.
საქართველოს ბანკის სტიპენდია
საქართველოს ბანკისა და საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის თანამშრომლობის პირობებში მოტივირებულ, ლიდერის თვისებების მქონე სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებში.
საქართველოს ბანკის სტიპენდია მოიცავს თანამედროვეობის ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებზე სწავლის ერთწლიან, სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროექტი მხოლოდ ერთჯერადად არ ხორციელდება და სტუდენტებსაც ყოველ წელს ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი მონდომებით და მიზანდასახულობით მოიპოვონ სტიპენდია.
დამატებით, არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის მოქმედებს ცნობილი ქართველი არქიტექტორის „გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია“.
მწვანე სტიპენდია
„მწვანე სტიპენდიების“ პროგრამა ხორციელდება პროგრამის – „კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ – ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონის (GCF), შვედეთის და შვეიცარიის მთავრობის მიერ, ხოლო მის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.
„მწვანე სტიპენდიის“ მოპოვება იმ წარჩინებულ მაგისტრანტს შეუძლია, რომელიც სტუ-ის გარემოსდაცვითი მიმართულებისა და მის მომიჯნავე ისეთ სამაგისტრო პროგრამებზე, როგორიცაა წყლის ინჟინერია, გეოლოგია, ენერგეტიკა, გარემოსდაცვითი იჟინერია, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია, ასევე, სატყეო საქმე.
სტიპენდიის ოდენობაა 1500 ლარი (ერთჯერადად).