აბიტურიენტს
ფაკულტეტზე თავიდანვე შეიქმნა სამი განყოფილება: სამშენებლო, მექანიკური და სამთამადნო.
სტუდენტები სტაჟირებას და პრაქტიკას ქვეყნის წამყვან სამშენებლო კომპანიებში გადიან.
ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო პროცესს მაღალი კვალიფიკაციის, დიდი გამოცდილების მქონე პროფესორ-მასწავლებლები უძღვებიან.
სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობს მაღალპროფესიულ დონეზე, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებში.
3 საბაკალავრო პროგრამა
პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება თანამედროვე საინჟინრო გამოწვევების საპასუხოდ და კონკურენტუნარიანი კადრების მოსამზადებლად
სიღრმისეული საინჟინრო ცოდნა და ინოვაციური ბიზნესმენეჯმენტი — ინდუსტრიის ლიდერობისა და მმართველობისთვის.
ფუნდამენტური თეორიული ბაზა და რეალური საინჟინრო პრაქტიკა — მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისთვის.
უმაღლესი აკადემიური საფეხური, მეცნიერული ძიებები და ინოვაციები — საინჟინრო დარგის განვითარებისთვის.
ფაკულტეტის ლაბორატორიები
მძლავრი და მრავალპროფილური ლაბორატორიული ბაზა სტუდენტების სასწავლო პრაქტიკისა და რეალური საინჟინრო-საექსპერტო კვლევებისთვის.
ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები
სტუ-ის მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ევროპის 17 ქვეყნის 68 უნივერსიტეტთან, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ განახორციელონ მობილობა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და ამავე პროგრამის დაფინანსებით.
- ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
- სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
- AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (პოლონეთი)
- ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
- ალკალას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სტიპენდიები და ფინანსური დახმარება
წარჩინებულ სტუდენტებს უნივერსიტეტი სახელობით სტიპენდიას უნიშნავს.