1922 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ფაკულტეტის შესახებ

ჩვენი აშენებული საქართველო

100+ წელი ისტორია
150 000+ სპეციალისტი
8 დეპარტამენტი
30+ სამეც. გრანტი (5 წ.)
აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რექტორი

„საქართველო ჩვენი კურსდამთავრებულების აშენებულია“

აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რექტორი
სტრაბონი
ძვ. წ. I საუკუნე სტრაბონი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი

ქართული სამშენებლო ტექნიკა ისტორიულ წყაროებში

ქართული სამშენებლო საქმის ცოდნისა და პროფესიონალიზმის ტრადიცია შორეულ წარსულში იღებს სათავეს. ქართველები უძველესი დროიდან შესანიშნავად ფლობდნენ ხუროთმოძღვრულ ცოდნას.
ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი აღწერდა კრამიტით დახურულ შენობებს:

„იბერია მეტწილად კარგად არის დასახლებული ქალაქებითაც და დაბებითაც... იქ არის კრამიტიანი სახურავები, ხუროთმოძღვრულად მოწყობილი სახლები, ბაზრები და სხვა საზოგადო დაწესებულებანი."

ჩვენი აშენებული საქართველო

სამების საკათედრო ტაძარი, ენგურჰესი, ჟინვალჰესი, სპორტის სასახლე, საქართველოს ბანკის სათავო ოფისი, ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსები, დინამო არენა, გმირთა მოედნის ესტაკადა, საქართველოს საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს მთავარი საგზაო მაგისტრალი და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ობიექტი – ის, რითაც სამართლიანად ამაყობს დღეს ჩვენი ერი, ქართველი მშენებლებისა და ინჟინრების, ანუ, უმთავრესად, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესურისა და კურსდამთავრებულების დამსახურებაა. ამიტომაც მართებულად შენიშნავს ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი დავით გურგენიძე – საქართველო ჩვენი კურსდამთავრებულების აშენებულიაო.

სამების საკათედრო ტაძარი
სამების საკათედრო ტაძარი
ენგურჰესი
ენგურჰესი
ჟინვალჰესი
ჟინვალჰესი
სპორტის სასახლე
სპორტის სასახლე
საქართველოს ბანკის სათავო ოფისი
საქართველოს ბანკის სათავო ოფისი
ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსები
ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსები
დინამო არენა
დინამო არენა

ისტორია

ინჟინერ-მშენებელთა თაობების აღზრდას სამშენებლო ფაკულტეტზე საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

1922

პოლიტექნიკური ფაკულტეტის გახსნა

1922 წლის 16 იანვარს შედგა პოლიტექნიკური ფაკულტეტის პირველი სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფაკულტეტის დაარსების ინიციატორი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი. კრებაზე პირველ დეკანად აირჩიეს პროფესორი ა. დიდებულიძე, მდივნად (მოადგილედ) კი ივ. თულაშვილი. ფაკულტეტი სამი განყოფილებისგან შედგებოდა: სამშენებლო, ელექტრომექანიკური და სამთო. სამშენებლო განყოფილებაში სამი სპეციალობა იყო: ხუროთმოძღვრება, საგზაო და ჰიდროტექნიკური. ფაკულტეტმა ფუნქციონირება თებერვლიდან დაიწყო და მაშინ 40 სტუდენტი ირიცხებოდა. სწავლება ქართულ ენაზე იყო საჭირო, მაგრამ ლექტორთა უმრავლესობას განათლება უცხო ენაზე ჰქონდა მიღებული და სამეცნიერო ტერმინოლოგია არ არსებობდა, ამიტომ ნ. ნიკოლაძისა და სხვათა მონაწილეობით გამოიცა ნაშრომი „ტექნიკური ტერმინოლოგია“.

ცნობილი კურსდამთავრებულები

სამშენებლო ფაკულტეტმა თავისი არსებობის მანძილზე დღის, საღამოსა და დაუსწრებელი სწავლების განყოფილებებზე მოამზადა 150.000-ზე მეტი სპეციალისტი.

სახელი გვარი კურსდამთავრებულის მოკლე აღწერა
სახელი გვარი კურსდამთავრებულის მოკლე აღწერა
სახელი გვარი კურსდამთავრებულის მოკლე აღწერა
სახელი გვარი კურსდამთავრებულის მოკლე აღწერა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (ყოფილი გპი) სამშენებლო ფაკულტეტს არაერთი თვალსაჩინო ინჟინერი, არქიტექტორი და მეცნიერი ჰყავს აღზრდილი. ფაკულტეტის კურსდამთავრებულები წარმატებით და ნაყოფიერად საქმიანობენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, წამყვან სამშენებლო, საპროექტო და ინფრასტრუქტურულ კომპანიებში. სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა მიერ საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში იქნა დაპროექტებული და აგებული მრავალრიცხოვანი სამოქალაქო, სამრეწველო, კომუნალური საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა, ჰიდროტექნიკური და სატრანსპორტო დანიშნულების ობიექტი.

ფაკულტეტი დღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში სამშენებლო კადრების მომზადებაში.

8 აკადემიური დეპარტამენტი

  1. საინჟინრო მექანიკის და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი
  2. სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი
  3. სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ტექნოლოგიების და საშენი მასალების დეპარტამენტი
  4. ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტი
  5. საგზაო დეპარტამენტი
  6. მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების დეპარტამენტი
  7. ეკონომიკისა და მენეჯმენტის დეპარტამენტი
  8. სამშენებლო მანქანების დეპარტამენტი

საგანმანათლებლო პროგრამები

ფაკულტეტზე მოქმედებს საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალი ახორციელებს:

მაღალი კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალი

სამშენებლო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის, დოქტორანტებისა და მაგისტრანტების მაღალ კვალიფიკაციას ბოლო 5 წლის განმავლობაში მოპოვებული 30-მდე სამეცნიერო გრანტი ადასტურებს. ფაკულტეტის პროფესორები ასევე აქტიურად მონაწილეობენ ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის განვითარებაში.

იხილეთ ვრცლად
ლაბორატორიები

სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები

ფაკულტეტი მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს კეთილმოწყობილი ლაბორატორიებისა და სიმულაციური გარემოს უზრუნველსაყოფად, რაც სტუდენტებს უახლეს სამშენებლო ტექნოლოგიებზე პრაქტიკული გამოცდილების შეძენის საშუალებას აძლევს.

✓ სსიპ „აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის" სრული აკრედიტაცია

ფაკულტეტის სამეცნიერო, საექსპერტო საგამოცდო ლაბორატორიას, სასწავლო-სამეცნიერო ხიდსაცდელ და მშენებლობისა და ნაგებობების კვლევით ცენტრებს მინიჭებული აქვთ სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული აკრედიტაციის ცენტრის“ აკრედიტაცია, გასცემენ საგამოცდო ოქმებსა და საექსპერტო დასკვნებს.

მნიშვნელოვანია სამშენებლო, საგზაო, ამწე-სატრანსპორტო და სალიანდაგო მანქანების სასწავლო-სამეცნიერო, დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის ცენტრი, სადაც ხდება არსებული და ახალი მოდელების სამშენებლო ტექნიკის დაპროექტება, მოდერნიზება და ექსპერტიზა, ასევე, მექანიკოსებისა და ამწე-მოწყობილობების ოპერატორების მომზადება შესაბამისი სერტიფიკატების გაცემით.

ადრეულ სტადიაზე ბეტონის შეკლებისა და ბზარმედეგობის პროცესების შესწავლა-გამყარებას და სხვადასხვა შემადგენლობის ბეტონების დეფორმაციული თვისებების კვლევას ემსახურება პოლიგრაფიული ინტერფერომეტრიის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია. მისი აღჭურვა ავსტრიის ბანკის მიერ არის დაფინანსებული.
სამშენებლო ფაკულტეტის წარმატებებში დიდი წვლილი შეაქვს ალექსი გორგიძის სახელობის, ჰიდროტექნიკურ, სამშენებლო კონსტრუქციების სასწავლო ლაბორატორიებს, ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის დარგობრივ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.

სამშენებლო ფაკულტეტის საერთაშორისო გამოცდილება

საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და უცხოურ ინსტიტუციებთან მჭიდრო კავშირი ფაკულტეტის განვითარების უმთავრესი პრიორიტეტია.
ფაკულტეტის საერთაშორისო ინტეგრაცია რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს:

მოწვეული პროფესორები და ორმაგი დიპლომები

ერთობლივი ან ინგლისურენოვანი პროგრამების ფარგლებში, პერიოდულად ხდება უცხოელი პროფესორების მოწვევა, რომლებიც სტუდენტებს სპეციალიზებულ კურსებს ან მასტერკლასებს უტარებენ. ფაკულტეტს მინიჭებული აქვს საპატიო პროფესორის წოდებები სხვადასხვა ქვეყნის (მაგალითად, გერმანიის, პოლონეთის, ლიეტუვას) ცნობილი მეცნიერებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან სასწავლო პროცესის კონსულტირებასა და ლექციებში.

Erasmus+ აკადემიური მობილობა

სამშენებლო ფაკულტეტი რეგულარულად მასპინძლობს ლექტორებს პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტებიდან. ეს პროცესი ორმხრივია: ქართველი ლექტორები მიდიან ევროპაში, ხოლო უცხოელი კოლეგები ჩამოდიან თბილისში და რამდენიმე კვირის განმავლობაში კითხულობენ ინტენსიურ სალექციო კურსებს (განსაკუთრებით სამშენებლო მენეჯმენტის, სეისმომედეგობისა და თანამედროვე სამშენებლო მასალების მიმართულებით).

საერთაშორისო კონფერენციები და ვორქშოფები

ფაკულტეტის პროფესორები რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებსა და სემინარებში, რომლებიც მოიცავს მშენებლობის, არქიტექტურის, სეისმომედეგობის, ჰიდროინჟინერიისა და მშენებლობის ეკონომიკის აქტუალურ საკითხებს. ასევე ტარდება სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, სადაც ახალგაზრდა მკვლევრებს საშუალება ეძლევათ წარადგინონ საკუთარი კვლევები.

ევროპის მშენებელ ინჟინერთა ორგანიზაცია

ფაკულტეტი აქტიურად არის ინტეგრირებული ევროპის წამყვან პროფესიულ გაერთიანებებში. ფაკულტეტის წევრობა და პარტნიორობა ევროპის მშენებელ ინჟინერთა ორგანიზაციებთან (მაგალითად, ECCE – European Council of Civil Engineers) სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს აძლევს წვდომას საინჟინრო სფეროს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან (Eurocodes).

მონაწილეობა „ნატოს“ საგრანტო პროექტებში

ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევარები რეგულარულად მონაწილეობენ „ნატოს“ (NATO Science for Peace and Security) საგრანტო პროგრამებში. აღნიშნული გრანტები ფაკულტეტს საშუალებას აძლევს, აღიჭურვოს უახლესი ლაბორატორიული ტექნიკითა და ჩართოს ახალგაზრდა მეცნიერები საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევებში.

სტუ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში

სამშენებლო ფაკულტეტის სამეცნიერო პერსონალის ნაშრომები რეგულარულად ქვეყნდება მაღალრეიტინგულ, საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში, რომლებიც ინდექსირებულია Scopus-ისა და Web of Science-ის გლობალურ ბაზებში.

სამშენებლო ფაკულტეტის ისტორიული ექსპერიმენტი (1999 წ.)

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი

1999 წლის 23 ივლისს, ღია კოსმოსურ სივრცეში (ორბიტალურ სადგურ „მირზე”) წარმატებით გავიდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი — გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორი. ეს თარიღი შეტანილია მსოფლიო კოსმონავტიკის უმნიშვნელოვანეს ქრონიკათა ჩამონათვალში.

1999 წლის 23 ივლისს, ღია კოსმოსურ სივრცეში წარმატებით გავიდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი — გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორი, რომელიც აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით, სტუ-ის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტმა შექმნა.
1999 წლის 23 ივლისი შეტანილია მსოფლიო კოსმონავტიკის უმნიშვნელოვანეს ქრონიკათა ჩამონათვალში, ხოლო საქართველოში ყოველი წლის 23 ივლისს აღინიშნება პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე.

1999 წლის 23 ივლისი — ორბიტალურ სადგურ „მირზე“ რეფლექტორის გახსნა და ტექნიკური პარამეტრების შემოწმება
1999 წლის 23 ივლისი — ორბიტალურ სადგურ „მირზე“ რეფლექტორის გახსნა და ტექნიკური პარამეტრების შემოწმება

ფინანსური მხარდაჭერა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის გასცემს რამდენიმე სახეობის სტიპენდიას:

სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია

ეს არის ყველაზე გავრცელებული სტიპენდია.

  • განკუთვნილია ბაკალავრიატის I–IV კურსის სტუდენტებისთვის;
  • გაიცემა მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე;
  • რეიტინგის ზღვარი ყოველწლიურად იცვლება;
  • სტიპენდიანტებს ფაკულტეტის საკონკურსო კომისია არჩევს;

ოდენობა: 300 ლარი თვეში.

საერთაშორისო და პარტნიორი ორგანიზაციების სტიპენდიები

სამშენებლო ფაკულტეტი რეგულარულად აქვეყნებს ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო სასტიპენდიო კონკურსის შესახებ, მაგალითად:

  • Erasmus+ გაცვლითი პროგრამები;
  • თურქეთის მთავრობის სტიპენდიები;
  • იაპონიის (MEXT) სტიპენდიები;
  • ესტონეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები;
  • სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების კონკურსები.

საფაკულტეტო (სახელობითი) სტიპენდიები

სამშენებლო ფაკულტეტზეც მოქმედებს სახელობითი სტიპენდიების პროგრამა, თუმცა მათი ჩამონათვალი ყოველ წელს შეიძლება განახლდეს.

  • მაღალი აკადემიური მოსწრება (ჩვეულებრივ, 91%-ზე მეტი საშუალო ქულა);
  • აქტიური მონაწილეობა: სამეცნიერო კონფერენციებში; ვორქშოფებსა და ტრენინგებში; უნივერსიტეტის საქმიანობაში.

სახელობითი სტიპენდიის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სტიპენდიასთან ერთადაც, თუ სტუდენტი ორივე კონკურსის პირობებს აკმაყოფილებს.

ინდუსტრიული/კომპანიების სტიპენდიები

დროდადრო ცხადდება კერძო კომპანიებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სტიპენდიებიც. ასეთი პროგრამები დამოკიდებულია მიმდინარე თანამშრომლობებზე და ყოველ წელს შეიძლება განსხვავდებოდეს.

1922 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სამშენებლო ფაკულტეტი

ჩვენი აშენებული საქართველო

სამშენებლო ფაკულტეტი აგრძელებს და ავითარებს უძველეს ქართულ სამშენებლო ტრადიციებს, ზრდის მაღალკვალიფიციურ კადრებს. მისი კურსდამთავრებულები კვლავ აქტიურად მონაწილეობენ საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამოქალაქო, სამრეწველო, ჰიდროტექნიკური ობიექტების დაპროექტებასა და მშენებლობაში.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.