ბიბლიოთეკა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია. ბიბლიოთეკის უნივერსალური ფონდი სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებისგან შედგება. მათ შორისაა ისეთი უნიკალური (რარიტეტული) გამოცემები, რომელთა უმრავლესობა მხოლოდ აქ არის დაცული და უიშვიათეს ეგზემპლარებს წარმოადგენს, კერძოდ, დაცულია მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნეების ტექნიკური, საინჟინრო და ჰუმანიტარული სპეციალობის ქართული, ევროპული და ამერიკული გამოცემები.

საგამომცემლო სახლი

გამომცემლობა „ტექნიკური უნივერსიტეტი“ გამოსცემს სახელმძღვანელოებს, დამხმარე სახელმძღვანელოებს, ლექციების კონსპექტებს, სასწავლო-მეთოდურ მითითებებს, სამეცნიერო შრომათა კრებულებს, მონოგრაფიებსა და სხვ.

ლაბორატორიები

სამშენებლო ფაკულტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს სამი სპეციალიზებული ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობს როგორც სტუდენტთა პრაქტიკული მომზადება, ისე საერთაშორისო დონის სამეცნიერო კვლევები.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.