ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

პროგრამის მიზანი

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის ქართულ ენაში ცოდნის მიცემა იმ დონეზე, რომ შეძლოს სტუ-ს საბაკალავრო ნებისმიერ პროგრამაზე ქართულ ენაზე სწავლა – ლექციის/ზეპირი მოხსენების მოსმენა, გაგება-გააზრება, დარგობრივი ლიტერატურის გაცნობა და გაგება, აუდიტორიაში (სემინარზე, პრაქტიკულზე) დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა, მოცემული დავალების წერითი თუ ზეპირი ფორმით შესრულება, საშინაო დავალებების მომზადება და პრეზენტაცია ქართულ ენაზე.

ქართველ საზოგადოებაში მარტივად ინტეგრირებისათვის ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ღირებულებების სწავლება პრინციპით: ენა კულტურით და კულტურა ენით.

სწავლების ენა ქართული

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების (აზერბაიჯანულენოვანი, აფხაზურენოვანი, ოსურენოვანი და სომხურენოვანი) ტესტების შედეგების საფუძველზე. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.