აკრედიტებული
კრედიტების რაოდენობა 240

მინიჭებული კვალიფიკაცია - მეცნიერების ბაკალავრი სამოქალაქო ინჟინერიაში

ბაკალავრიატში მიღება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ჩასაბარებელია მათემატიკა ან ფიზიკა,  ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა.

სწავლების ენა: ქართული

სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს მყარ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს შენობა-ნაგებობების, გზების, ხიდების, წყალმომარაგებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაგეგმვის, გაანგარიშებისა და მართვის მიმართულებით. პროგრამა ხელს უწყობს საინჟინრო აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, გუნდური მუშაობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარებას. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი სამოქალაქო ინჟინერიაში, რაც მას დასაქმებისა და შემდგომი აკადემიური განვითარების ფართო შესაძლებლობებს უქმნის.

პროგრამის მოცულობა კრედიტებით: სტუდენტმა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის „სამოქალაქო ინჟინერიის“ ფარგლებში „მეცნიერების ბაკალავრი სამოქალაქო ინჟინერიაში“ აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს არანაკლებ 240 კრედიტი, რაც უზრუნველყოფს პროგრამის მიზნებისა და შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს ბაკალავრიატის საფეხურის აღმწერის შესაბამისი დონით.

პროგრამა შედგენილია ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის (ECTS) მიხედვით,  1 კრედიტი 25 საათს უდრის და  მოიცავს საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობის საათებს. კრედიტების განაწილება წარმოდგენილია სასწავლო გეგმაში.

სწავლის ხანგრძლივობა: პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 4 წლით (8 სემესტრი),

სემესტრი მოიცავს 18 კვირას. სტუ-ში ერთი სემესტრის განმავლობაში 13 კვირა სასწავლოა (სააუდიტორიო მეცადინეობების) და 5 – სასესიო (შუასემესტრული, დასკვნითი და დამატებითი გამოცდების).

საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა: საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო კომპონენტებს – ჯამში – 207 კრედიტს, ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო არჩევით კომპონენტებს – ჯამში  33 კრედიტს.

ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო კომპონენტები მოიცავს – ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო სასწავლო კურსებს (ჯამში 240 კრედიტი), საბაკალავრო პრაქტიკას – 5 კრედიტი და საბაკალავრო პროექტს 8 კრედიტის მოცულობით.

ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო არჩევით კომპონენტებია :

  • უცხოურ ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) – ჯამში მოიცავს 20 კრედიტს, რომელიც სასწავლო გეგმაში გათვალისწინებულია შემდეგნაირად: I სემესტრი – 5 კრედიტი; II სემესტრი – 5 კრედიტი; III სემესტრი – 5 კრედიტი; IV სემესტრი – 5 კრედიტი;
  • არჩევითი ჰუმანიტარული კომპონენტები – 3 კრედიტის მოცულობით, რომელიც სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია პირველ სემესტრში და მოიცავს შემდეგ სასწავლო კურსებს: საქართველოს ისტორია და კულტურა; ფილოსოფიის შესავალი; სოციოლოგია.
  • ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო არჩევითი სასწავლო კურსები – ჯამში მოიცავს 30 კრედიტს, რომელიც სასწავლო გეგმაში გათვალისწინებულია შემდეგნაირად: მეშვიდე სემესტრში ორ არჩევით ბლოკად, თითოეული 6 კრედიტის მოცულობით, ხოლო მერვე სემესტრში სამ არჩევით ბლოკად ასევე თითოეული 6 კრედიტის მოცულობით.

სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამა ამჟამად გადის ABET-ის (Accreditation Board for Engineering and Technology) საინჟინრო აკრედიტაციის კომისიის — EAC-ის (Engineering Accreditation Commission) მიერ აკრედიტაციის პროცესს. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს პროგრამის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და კურსდამთავრებულთა გლობალური კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები

სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტმა სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამისთვის განსაზღვრა შემდეგი საგანმანათლებლო მიზნები:

  • პროგრამის კურსდამთავრებულები იქნებიან წარმატებული სამოქალაქო ინჟინრები თავიანთი საქმიანობის სფეროში (PEO 1);
  • პროგრამის კურსდამთავრებულები იქნებიან სამოქალაქო ინჟინერიის პრაქტიკოსი სპეციალისტები, ეფექტიანი თანამშრომლები და ინოვატორები, რომლებიც უხელმძღვანელებენ სოციალური, ტექნიკური და ბიზნეს გამოწვევების გადაჭრის მცდელობებს ან მიიღებენ მასში მონაწილეობას (PEO 2);
  • პროგრამის კურსდამთავრებულები მთელი პროფესიული ცხოვრების მანძილზე განაგრძობენ სამოქალაქო ინჟინერიის პრაქტიკისთვის აუცილებელ სწავლას და ჩაერთვებიან უწყვეტ სწავლასა და პროფესიულ განვითარებაში თვითგანათლების, დამატებითი განათლების ან ინჟინერიის მიმართულებით სამაგისტრო და პროფესიული სწავლების გზით (PEO 3).

სწავლის შედეგები

პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულს აქვს:

  1. რთული საინჟინრო ამოცანების იდენტიფიცირების, ფორმულირებისა და გადაჭრის უნარი ინჟინერიის, მეცნიერებისა და მათემატიკის პრინციპების გამოყენებით;
  2. საინჟინრო დიზაინის გამოყენების უნარი ისეთი გადაწყვეტების შესაქმნელად, რომლებიც აკმაყოფილებს კონკრეტულ მოთხოვნებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, ასევე გლობალური, კულტურული, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით;
  3. სხვადასხვა აუდიტორიასთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  4. საინჟინრო სიტუაციებში ეთიკური და პროფესიული პასუხისმგებლობის გაცნობიერებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რაც უნდა ითვალისწინებდეს საინჟინრო გადაწყვეტების გავლენას გლობალურ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და საზოგადოებრივ კონტექსტში;
  5. გუნდში ეფექტიანად მუშაობის უნარი, რომლის წევრები ერთობლივად უზრუნველყოფენ ლიდერობას, ქმნიან თანამშრომლობით და ინკლუზიურ გარემოს, ისახავენ მიზნებს, გეგმავენ დავალებებს და აღწევენ დასახულ მიზნებს;
  6. შესაბამისი ექსპერიმენტების დაგეგმვისა და ჩატარების, მონაცემების ანალიზისა და ინტერპრეტაციის, ასევე საინჟინრო მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანის უნარი;
  7. ახალი ცოდნის საჭიროებისამებრ შეძენისა და გამოყენების უნარი სწავლის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენებით.

ბაკალავრიატში მიღება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ჩასაბარებელია მათემატიკა ან ფიზიკა,  ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.