საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და ახლაც არის ლიდერი უნივერსიტეტი საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში.
მსოფლიოში ცნობილი ისეთი დარგობრივი ორგანიზაციის მიერ აღიარებული პროგრამები, როგორიცაა ABET, ჩვენი კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ 2023 წელს ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ „ბიოსამედიცინო ინჟინერია“ 6-წლიანი უპირობო ABET აკრედიტაცია მოიპოვა. გლობალიზაციის ეპოქაში ჩვენი მიზანია მოვამზადოთ წარმატებული სტუდენტები შრომის არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვისაც.