ბიოგრაფია
დეპარტამენტის მისია მოიცავს შვიდ ძირითად მიმართულებას: უმაღლესი ხარისხის განათლების უზრუნველყოფას საინჟინრო მიმართულებებზე ყველა საფეხურზე (პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო); საინჟინრო-სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცოდნის ინტეგრირებას მდგრადი საზოგადოებრივი განვითარების ხელშესაწყობად; თანამედროვე ცოდნასა და პრაქტიკაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ინტერდისციპლინურ თეორიულ და გამოყენებით კვლევებს; სტუდენტების აკადემიური წარმატებისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე; მაღალი პროფესიული მიღწევებისთვის ხელშემწყობი ინტელექტუალური და თანამშრომლობითი გარემოს შენარჩუნებას; სტუდენტების უზრუნველყოფას თანამედროვე სასწავლო რესურსებით, მათ შორის თანამედროვე ლაბორატორიებითა და ხელმისაწვდომი ლიტერატურით.