Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ადიამანის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საგაზაფხულო
2026-27
ადიამანის უნივერსიტეტი (Adıyaman University) (ადიამანი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.11.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 11.11.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 13.11.26
ადიამანის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ადიამანის უნივერსიტეტში.
მიმართულება: ელექტრონიკა, ავტომატიკა.