აკადემიური პერსონალისთვის საგაზაფხულო 2026–27
ქვეყანა - საბერძნეთი
სწავლების ენა: ინგლისური Flag ინგლისური

დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი (University of West Attica – UNIWA) (ათენი, საბერძნეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 18.11.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 24.11.26

დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტში 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა. შერჩეულმა კანდიდატმა მობილობის პერიოდი და დაგეგმილი აკადემიური აქტივობები უნდა შეუთანხმოს პროფ. პანაგიოტის იანაკოპულოსს (Panagiotis Yannakopoulos). მისი ელ.ფოსტა: pyannakopoulos@yahoo.co.uk.

მიმართულება: ინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.