სტუდენტებისთვის საგაზაფხულო 2026-27
ქვეყანა - პოლონეთი
სწავლების ენა: ინგლისური Flag ინგლისური

დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (West Pomeranian University of Technology – WPUT) (შჩეცინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 02.12.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 07.12.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 10.12.26

დეტალური ინფორმაცია შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის, სასწავლო კურსების ჩამონათვალი და საგრანტო დაფინანსების შესახებ ინფორმაცია, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ელექტროინჟინერიის ფაკულტეტზე.

მიმართულებები: ელექტრონიკა, ავტომატიკა, ბიოსამედიცინო ინჟინერია და მომიჯნავე ინტერდისციპლინარული მიმართულებები

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.