Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ესქიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ესქიშეჰირის ტექნიკური უნივერსიტეტი (Eskişehir Technical University – ESTU) (ესქიშეჰირი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 18.11.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 24.11.26
დეტალური ინფორმაცია ესქიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ესქიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
მიმართულება: ქიმიური ინჟინერია, ელექტრონიკა, ელექტროინჟინერია, გარემოსდაცვის ინჟინერია.