Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გრანადის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
გრანადის უნივერსიტეტი (University of Granada – UGR) (გრანადა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.11.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 11.11.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 13.11.26
პარალელურად აპლიკანტებმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბრამდე უნდა გაიაროს ონლაინაპლიკაცია მიმღებ უნივერსიტეტში.
გრანადის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსების ჩამონათვალი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატისა ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა გრანადის უნივერსიტეტში.
მიმართულება: საინჟინრო და ჰუმანიტარული მიმართულებები.