სტუდენტებისთვის საშემოდგომო 2026/2027
უნივერსიტეტი - ვალიადოლიდის უნივერსიტეტი
სწავლების ენა: ინგლისური Flag ინგლისური

ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (University of Valladolid – UVa) (ვალიადოლიდი, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

სტუ-ს საერთშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26

ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ონლაინრეგისტრაციისა და სააპლიკაციო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 05.05.26. შერჩევის პროცედურას წარმართავს კოორდინატორი უნივერსიტეტი.

საინტერესო ინფორმაცია ვალიადოლიდის უნივერსიტეტში წარსულში განხორციელებულ მობილობებთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის 5-თვიანი მობილობა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში, სწავლების მიზნით.

მიმართულება: იხილეთ აქ. (კომპიუტერული ინჟინერია, ტელეკომუნიკაცია, ქიმიური ინჟინერია, გარემოს დაცვა, ფიზიკა, სამართალი, ბიზნესი, მეტყევეობა, ინგლისური ენა)

კონტაქტისთვის:
ელ.ფოსტა ka171.erasmusplus@uva.es

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.