აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საშემოდგომო 2026-27
უნივერსიტეტი - ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი
სწავლების ენა: ინგლისური Flag ინგლისური

ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University – VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26

ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება აკადემიურ პერსონალს. აკადემიური მობილობა ვერ განხორციელდება პერიოდში – 01.12.26 – 01.02.27, როდესაც მიმღებ უნივერსიტეტში ლექციები არ ტარდება.

პროექტის კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია, შერჩეულმა კანდიდატმა მონაწილეობა მიიღოს ვიტაუტას მაგნუსის სახ. უნივერსიტეტის მიერ 2027 წლის აპრილ/მაისში დაგეგმილ საერთაშორისო სასწავლო და ტრეინინგ კვირეულში თანამშრომლებისთვის. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ცნობილი გახდება მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში.

აკადემიური მიმართულება: საინჟინრო, ჰუმანიტარული და სოციალური. სამეცნიერო მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.