აკადემიური პერსონალისთვის 2025
უნივერსიტეტი - ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Ulm University of Applied Sciences - Hochschule Ulm)
სწავლების ენა: ინგლისური Flag ინგლისური

ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Ulm University of Applied Sciences – Hochschule Ulm) (ულმი, გერმანია) DAAD – გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროექტის (“Ostpartnerschaften“) ფარგლებში, მიმდინარე წლის 2-6 ივნისს ორგანიზებას უკეთებს გლობალური კვირეულის ღონისძიებას თანამშრომლებისთვის – ინოვაციური გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებისა და ბაზრებისათვის (THU Global Week 2025).

დაინტერესებულმა თანამშრომლებმა ონლაინრეგისტრაცია უნდა გაიარონ მიმდინარე წლის 28 თებერვლამდე. შერჩევის პროცედურას სრულად წარმრთავს ულმის გამოყენებით მეცნიერებათ უნივერსიტეტი.

პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 თანამშრომლის მონაწილეობა ღონისძიებაში. გერმანული მხარე ანაზღაურებს მხოლოდ 5 სამუშაო დღეს 2 მონაწილეზე, სულ 445 ევროს ოდენობით.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.