უცხოელი მკვლევრებისთვის 2025
სწავლების ენა: ინგლისური Flag ინგლისური

„მაცუმაეს საერთაშორისო ფონდი“ აცხადებს კონკურსს 2025 წლის სასტიპენდიო პროგრამაზე უცხოელი მკვლევრებისთვის.

მკვლევართათვის გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამებში მისაღებ ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს დოქტორის ხარისხის ფლობა. აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ, ან იაპონურ ენას. ასევე, სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მკვლევარი უნდა დაუბრუნდეს საკუთარ ქვეყანას.

იაპონური მხარე გამარჯვებულ აპლიკანტებს დაუფინანსებს კვლევითი აქტივობებისთვის საჭირო ხარჯებს, ასევე, შესაბამის სასწავლო მასალებს, განთავსებას, ორმხრივ ავიაბილეთსა და ჯანმრთელობის დაზღვევას.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 1 აპრილიდან – 30 ივნისის ჩათვლით (Japan Standard Time).

დაინტერესებულ პირებს სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა და განაცხადის გაკეთება შეუძლიათ ელექტრონული ბმულის საშუალებით.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.