გიორგი ნიკოლაძის სახელობის ინჟინერიის კლუბი
გიორგი ნიკოლაძის სახელობის სტუდენტური კლუბი აერთიანებს თანამედროვე კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ სტუდენტებს. კლუბი წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აქტიურ სტუდენტურ გაერთიანებას და ღიაა ყველა სტუდენტისთვის, რომელიც იზიარებს მის მიზნებს.
მისია
სტუდენტთა აკადემიური, პროფესიული და პრაქტიკული უნარების განვითარება და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებით მათი ინოვაციური აზროვნების წახალისება.
ამოცანები
- თანამედროვე კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიებისადმი სტუდენტების მოტივაციის ამაღლება
- სტუდენტების საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა
- თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირება
- ინტერდისციპლინარული უნარების განვითარება
- ინოვაციური აზროვნებისა და კვლევითი უნარების განვითარება
- უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში სტუდენტების ჩართულობის გაზრდა
- გუნდური მუშაობისა და ლიდერული უნარების ხელშეწყობა