საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის სტუდენტური კლუბი (GTU AI Student Club) აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულ სტუ-ის სტუდენტებს და ხელს უწყობს მათ აკადემიურ, პროფესიულ და პრაქტიკულ განვითარებას. კლუბი წარმოადგენს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტში მოქმედ სტუდენტურ გაერთიანებას და ღიაა სტუ-ის ყველა სტუდენტისთვის, რომელიც იზიარებს მის მიზნებს.

მისია

ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული სტუ-ის სტუდენტების გაერთიანება და მათი აკადემიური, პროფესიული და პრაქტიკული ზრდის ხელშეწყობა კვლევის, პრაქტიკული პროექტებისა და თანამშრომლობის გზით, ამავდროულად კი ხელოვნური ინტელექტის ეთიკური, პასუხისმგებლიანი და უსაფრთხო გამოყენების კულტურის დამკვიდრება.

ხედვა

სტუდენტური საზოგადოება, რომელშიც სტუ-ის სტუდენტები აკადემიურ პერსონალთან, ინდუსტრიასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სწავლობენ და იკვლევენ ხელოვნურ ინტელექტს, ქმნიან მასზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, ხოლო მათი მიღწევები ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების სფეროში თვალსაჩინოა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ძირითადი მიმართულებები

ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება, ღრმა სწავლება, მონაცემთა მეცნიერება, რობოტიკა, კომპიუტერული ხედვა, ბუნებრივი ენის დამუშავება და მომიჯნავე ტექნოლოგიები.

მიზნები

  • ხელოვნური ინტელექტის სფეროში სტუდენტების აკადემიური, პროფესიული და პრაქტიკული განვითარების ხელშეწყობა
  • სტუდენტური კვლევების, ინოვაციების, პროექტებისა და პროტოტიპების შექმნის წახალისება
  • ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, ჰაკათონებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში სტუდენტების ჩართულობის გაზრდა
  • სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებს, კურსდამთავრებულებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება
  • ხელოვნური ინტელექტის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა
  • ხელოვნური ინტელექტის ეთიკური, პასუხისმგებლიანი და უსაფრთხო გამოყენების კულტურის განვითარება
  • სტუ-ისა და მისი სტუდენტების მიღწევების წარმოჩენა ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების სფეროში

ჩვენი საქმიანობა

  • სემინარები, ტრენინგები, ვორქშოფები, საჯარო ლექციები და დისკუსიები
  • სამეცნიერო და ტექნოლოგიური კონფერენციების ორგანიზება და მათში მონაწილეობა
  • ჰაკათონები, კონკურსები, ჩემპიონატები და ტექნოლოგიური გამოწვევები ხელოვნური ინტელექტის თემაზე
  • კვლევითი და პრაქტიკული პროექტები, სტუდენტური კვლევითი ჯგუფები
  • პროგრამული, აპარატურული და რობოტული სისტემების შექმნა
  • მენტორობისა და თანასწორთა სწავლების პროგრამები
  • სამეცნიერო და საგანმანათლებლო მასალების შექმნა და გავრცელება
  • ხელოვნური ინტელექტის ეთიკისა და პასუხისმგებლიანი გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლება
  • თანამშრომლობა სტუ-ის ფაკულტეტებთან, დეპარტამენტებთან, სამეცნიერო ცენტრებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებთან, ასევე საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებთან, კომპანიებთან, კვლევით დაწესებულებებსა და პროფესიულ გაერთიანებებთან

წევრობა

კლუბში წევრობა ნებაყოფლობითია და ღიაა სტუ-ის ყველა სტუდენტისთვის. გასაწევრიანებლად წარადგინეთ წევრობის განაცხადი წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

როგორც კლუბის წევრს, შეგიძლიათ:

  • მიიღოთ მონაწილეობა კლუბის შეხვედრებში, პროგრამებში, პროექტებსა და ღონისძიებებში
  • შესთავაზოთ ახალი პროექტები, ღონისძიებები და ინიციატივები
  • ჩაერთოთ სამუშაო და პროექტულ ჯგუფებში და უხელმძღვანელოთ თქვენი უნარებისა და ინტერესების შესაბამის პროექტს ან სამუშაო ჯგუფს
  • გამოიყენოთ კლუბისთვის გამოყოფილი რესურსები დადგენილი წესების შესაბამისად
  • მიიღოთ რეკომენდაცია ან სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს თქვენს მონაწილეობასა და შეტანილ წვლილს

ეთიკა და აკადემიური კეთილსინდისიერება

კლუბი და მისი წევრები იცავენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს. კლუბის პროექტები ეფუძნება აკადემიური კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობის, მონაცემთა დაცვისა და ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემის პრინციპებს. დაუშვებელია დისკრიმინაცია, შევიწროება, პლაგიატი, პერსონალური მონაცემების არამართლზომიერი გამოყენება, აგრეთვე ხელოვნური ინტელექტის ისეთი სისტემების შექმნა ან გამოყენება, რომლებიც არღვევს კანონს ან უნივერსიტეტის წესებს, ან მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების აშკარა რისკს ქმნის.

მართვა

  • პრეზიდენტი: ხელმძღვანელობს კლუბს. პრეზიდენტს ირჩევს სტუდენტები რომლთა წინაშეც იგი ანგარიშვალდებულია.
  • ვიცე-პრეზიდენტი: ინიშნება პრეზიდენტის მიერ და ეხმარება მას კლუბის მართვასა და საქმიანობის კოორდინაციაში.
  • სამუშაო ჯგუფები და პროექტული გუნდები: იქმნება პრეზიდენტის მიერ კლუბის საქმიანობის განსახორციელებლად.

კლუბის საქმიანობის ძირითადი მარეგულირებელი დოკუმენტია კლუბის დებულება.

კონტაქტი

პრეზიდენტი

გიორგი შაკიაშვილი

shakiashvili.giorgi24@gtu.ge

რეგისტრაცია

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.