საერთაშორისო სიახლეები
MULgrains სტიპენდიების პროგრამა ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)
ლეობენის ტექნიკური უნივერსიტეტი (Montanuniversität Leoben) (ლეობენი, ავსტრია) განმეორებით აცხადებს კონკურსს MULgrains სტიპენდიების პროგრამაზე, 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის
სემინარების ციკლი ჩინეთის სახელმწიფოს სოციალურ მოდელთან დაკავშირებით
2026 წლის 27 და 28 მაისს, 15:00 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება სემინარების ციკლი ჩინეთის სახელმწიფოს სოციალურ მოდელთან დაკავშირებით. ქართულ უნივერსიტეტებში აღნიშნული სემინარების სერია ჩინეთისა და სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიის კვლევის ცენტრის მიერ ხორციელდება და მისი მიზანია დაინტერესებული სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოებისთვის ჩინური სოციალური მოდელის გაცნობა და ამ თემის ირგვლივ დისკუსიის ხელშეწყობა
”Falling Walls” ლაბორატორია 2026
2026 წლის 20 ივნისს, 16:00 სთ., Publica by Arthouse, Georgian - სახვითი ხელოვნების მუზეუმი (რუსთაველის გამზ. 7, თბილისი) უმასპინძლებს ''Falling Walls'' ლაბორატორიას
ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტი – საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „აკადემიური დიპლომატია და საპატიო კონსულების როლი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში“
ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტი (Wyższa Szkoła Gospodarki - WSG) (ბიდგოშჩი, პოლონეთი) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია „აკადემიური დიპლომატია და საპატიო კონსულების როლი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში“ გაიმართება 2026 წლის 26 ოქტომბერს, ჰიბრიდულ ფორმატში, როგორც ფიზიკური დასწრებით ქალაქ ბიდგოშჩში (პოლონეთი), ისე ონლაინრეჟიმში
Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში – ღონისძიება Living Europe Through Erasmus+
2026 წლის 27 მაისს, 13:00 - 15:00 სთ., Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში, ESN Georgia-სთან და ალტე უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, უმასპინძლებს ღონისძიებას - Living Europe Through Erasmus+
ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის (XXXIII, XXXIV)
2025-2026 სასწავლო წლის II სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით ოცდამეცამეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 18 მაისს, 11:00 საათზე, ხოლო ოცდამეთოთხმეტე კონსულტაცია სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ინგლისურ ენაზე ჩატარდება - 15:00 საათზე