სასწავლო რესურსები
აირჩიეთ რესურსები
ბიბლიოთეკა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია. ბიბლიოთეკის უნივერსალური ფონდი სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებისგან შედგება. მათ შორისაა ისეთი უნიკალური (რარიტეტული) გამოცემები, რომელთა უმრავლესობა მხოლოდ აქ არის დაცული და უიშვიათეს ეგზემპლარებს წარმოადგენს, კერძოდ, დაცულია მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნეების ტექნიკური, საინჟინრო და ჰუმანიტარული სპეციალობის ქართული, ევროპული და ამერიკული გამოცემები.
ელექტრონული წიგნები
„L წიგნები“ წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ციფრული ბიბლიოთეკის განყოფილებას, რომელიც მოიცავს ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებების თანამედროვე ელექტრონულ ლიტერატურას. გვერდზე თავმოყრილია უახლესი გამოცემები, სასწავლო მასალები და სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის, ლექტორებისა და მკვლევრებისთვის.
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები
იხილეთ ვრცლადლაბორატორიები
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს (MCA GEORGIA) დაფინანსებით და BP საქართველოსთან პარტნიორობით ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა ოთხი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც დღესაც ხორციელდება და ხელს უწყობს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.