სტუდენტური სერვისები
- სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა, ზრუნვა სტუდენტების განვითარებაზე და მათ კარიერულ წინსვლაზე
- სხვადასხვა პრობლემური საკითხების არსებობის შემთხვევაში სტუდენტების დახმარება, მათი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში კომპეტენციის ფარგლებში
- სტუ-ის სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება, ჩატარება და სტუდენტთა სამეცნიერო, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციების ჩატარების მხარდაჭერა
- უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის კარიერული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით კერძო და სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერება
- უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან მჭიდრო ურთიერთობა
- უნივერსიტეტის სტუდენტების გაცვლითი პროექტებისა და საზაფხულო პრაქტიკების ორგანიზება
- საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტებში უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვის ხელშეწყობა
- საერთაშორისო ფონდებისა და ორგანიზაციების სხვადასხვა საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის და კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციის გაწევა
- სტუდენტური კლუბების საქმიანობების ხელშეწყობა და წახალისება
- მონაწილეობის მიღება სტუდენტური ფორუმების ორგანიზებაში
- სტუდენტების მიერ ინიცირებული პროექტების განხილვა და დაფინანსების მოძიება და აგრეთვე სტუდენტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
- მონაწილეობის მიღება სტუდენტების საზაფხულო და ზამთრის სკოლების ორგანიზებაში
- ჯანსაღი ცხოვრების წესის, კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია საუნივერსიტეტო სივრცეში
- სოციალური აქტივობების განხორციელება
- სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით სპეციალური მასტერ-კლასების ორგანიზება და ამ მიზნით, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პროფესიონალების მოწვევა
- ინტელექტუალური, სამეცნიერო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებების ორგანიზება
- საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი ექსკურსიების მოწყობის ორგანიზება სასწავლო-პრაქტიკული და ისტორიულ-კულტურული ძეგლების დათვალიერების მიზნით
- სტუ-ის სპორტულ-კულტურული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში ჩართულობა
- საუნივერსიტეტო ოლომპიადებში, უნივერსიადებში სტუდენტთა ჩართულობა; სტუდენტური დღეების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება
- ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის სასწავლო პროცესში ურთიერთკოორდინაციის ხელშეწყობა
კონტაქტი
0160, საქართველო, თბილისი, კოსტავას 77
(+995 32) 2 77 11 11 / 7030