უკან
Placeholder

დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მურმან კუბლაშვილი

დეპარტამენტის საქმიანობა ეფუძნება აკადემიური თავისუფლების, სწავლებისა და კვლევის ერთიანობის, თანასწორობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს. დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების გეგმა შესაბამისობაშია სამშენებლო ფაკულტეტის გრძელვადიან სამოქმედო გეგმასთან. მშენებლობის თანამედროვე კომპიუტერული საპროექტო ტექნოლოგიები დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის განვითარებისთვის. დეპარტამენტი მოქმედებს დემოკრატიულ და ჰუმანისტურ იდეალებზე ორიენტირებული პრინციპებით, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის საიმედო, განათლებული და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ხელმისაწვდომობას. სამშენებლო დარგის მუდმივი ზრდა ახალ მოთხოვნებს უყენებს საპროექტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტა გულისხმობს თანამედროვე მათემატიკური მეთოდებისა და გამოთვლითი ინსტრუმენტების გამოყენებას საპროექტო ტექნოლოგიის სრულად კომპიუტერულ სისტემებზე გადასაყვანად.

დეპარტამენტის ამოცანები

  • მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით ყველა საფეხურზე (პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები)
  • საინჟინრო-სამეცნიერო და გამოთვლითი ტექნოლოგიური ცოდნის ინტეგრირება, კომპიუტერული ცოდნის ბაზის გაფართოება
  • თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება
  • პერსპექტიული თეორიული და გამოყენებითი კომპიუტერული კვლევების ჩატარება სამშენებლო საინჟინრო პრობლემების გადასაჭრელად
  • გაცვლითი პროგრამებისა და საკონსულტაციო მომსახურების მხარდაჭერა სტუდენტთა აკადემიური განვითარებისთვის
  • პროფესიული მიღწევების ხელშემწყობი ინტელექტუალური და თანამშრომლობითი გარემოს შენარჩუნება
  • სტუდენტების უზრუნველყოფა თანამედროვე გამოთვლითი რესურსებით, ლაბორატორიებითა და ლიტერატურით
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?