სამშენებლო ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სტუდენტური თვითმმართველობა რომელიც თავის უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებითა, ფაკულტეტის დებულებით და სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით.

უნივერსიტეტის წესდებისა და საფაკულტეტო დებულებების შესაბამისად მართვის პროცესში სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობის ჩართულობის უზრუნველსაყოფად სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 2018 წელს მოხდა საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტების პირდაპირი არჩევა რამაც საშუალება მისცა ფაკულტეტის ნებისმიერ სტუდენტს მონაწილეობა მიეღო არჩევნებში და გამარჯვების შემთხვევაში საქმიანობა გაეგრძელებინა საფაკულტეტო საბჭოებში, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტთა რაოდენობა გაზრდილია და შეადგენს საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3.

სტუდენტური თვითმმართველობა ახორციელებს სხვადასხვა სახის სპორტულ-კულტურულ, საგანმანათლებლო და ინტელექტუალურ ღონისძიებებს, რომლის შესახებ დეტალური ფოტო/ვიდეო მასალა განთავსებულია სტუდენტური თვითმმართველობის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე: facebook.com/GTU.Self.Government

საკონტაქტო

თავმჯდომარე

ირაკლი ალადაშვილი

+995 599 32 11 09
I სასწავლო კორპუსი, ოთახი 534
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?