უკან
Placeholder

დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო მსხილაძე

დეპარტამენტის მუშაობის მიზანია სახელმწიფო სტანდარტებით და საგანმანათლებლო პროგრამებით განსაზღვრული სპეციალისტების მომზადების სამუშაოს ორგანიზება და განხორციელება, რომელიც აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებს. დეპარტამენტი ხაზს უსვამს თანამედროვე სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, თეორიისა და პრაქტიკული გამოყენების შერწყმას სამშენებლო მოედანზე.

დეპარტამენტის ამოცანები

  • ინოვაციურ-საწარმოო ინსტიტუციური ერთეულის ჩამოყალიბება
  • საგანმანათლებლო-სამეცნიერო და საწარმოო სისტემების მოდერნიზაცია საბაზრო პირობების შესაბამისად
  • ელექტრონული სწავლების, ვირტუალური აუდიტორიების, ციფრული ლაბორატორიებისა და დისტანციური განათლების ტექნოლოგიების განვითარება
  • აუდიტორიებისა და ლაბორატორიების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თანამედროვე აღჭურვილობით
  • ინოვაციური სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევითი პროექტების განვითარებას
  • მეცნიერებატევადი პროდუქტების ბაზარზე პრიორიტეტული პოზიციონირება
  • ინოვაციური საქმიანობის საკადრო უზრუნველყოფა სპეციალისტების მომზადებითა და კვალიფიკაციის ამაღლებით
  • თანამშრომლობა საერთაშორისო საინჟინრო პროფესიულ საზოგადოებებთან და წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან
  • სადოქტორო განათლების სტრატეგიის შემუშავება დეპარტამენტის სასწავლო და კვლევითი რესურსების საფუძველზე
  • დოქტორანტებში შემოქმედებითი აზროვნებისა და ინტელექტუალური დამოუკიდებლობის განვითარება
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?