ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მირიან ყალაბეგიშვილი
დეპარტამენტის მისია მოიცავს შვიდ ძირითად მიმართულებას: უმაღლესი ხარისხის განათლების უზრუნველყოფას საინჟინრო მიმართულებებზე ყველა საფეხურზე (პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო); საინჟინრო-სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცოდნის ინტეგრირებას მდგრადი საზოგადოებრივი განვითარების ხელშესაწყობად; თანამედროვე ცოდნასა და პრაქტიკაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ინტერდისციპლინურ თეორიულ და გამოყენებით კვლევებს ამ სფეროში არსებული საინჟინრო გამოწვევების გადასაჭრელად; სტუდენტების აკადემიური წარმატებისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე; მაღალი პროფესიული მიღწევებისთვის ხელშემწყობი ინტელექტუალური და თანამშრომლობითი გარემოს შენარჩუნებას; სტუდენტების უზრუნველყოფას თანამედროვე სასწავლო რესურსებით, მათ შორის თანამედროვე ლაბორატორიებითა და ხელმისაწვდომი ლიტერატურით.
დეპარტამენტის ამოცანები
- ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და მოდიფიცირება ინტერნაციონალიზაციის გათვალისწინებით
- სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლება თანამედროვე მეთოდოლოგიების, მათ შორის ელექტრონული და დისტანციური სწავლების გამოყენებით
- სწავლის შედეგების შეფასების თანამედროვე სისტემების დანერგვა
- სტუდენტების ლიდერობის, მართვისა და კომუნიკაციის კომპეტენციების განვითარება
- დამსაქმებელთა საბჭოების ჩამოყალიბება და პროგრამების ერთობლივი განახლება
- კურსდამთავრებულთა ქსელის შექმნა
- საგამოთვლო აღჭურვილობისა და რესურსების შეძენა
- ლაბორატორიული ბაზის განახლება და მოდიფიცირება
- სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებებისა და სამეცნიერო სტატიების გამოცემა
- პერსონალის ჩართვა პრიორიტეტულ სამეცნიერო-ტექნიკურ კვლევით პროექტებში
- პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება