უკან
სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლია კახიანი
დეპარტამენტის მიზანია მოამზადოს უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტები, რომლებსაც ესმით თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური და სოციალურ-პოლიტიკური პრობლემები და შეუძლიათ ინჟინერიაში ახალი საპროექტო მეთოდებისა და პროფესიული პრაქტიკის გამოყენება. სასწავლო პროგრამა მოიცავს რისკის ინჟინერიას შენობების დაპროექტებაში, სამეურნეო ობიექტების საგანგებო სიტუაციების მართვას, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, საგანგებო სიტუაციების შედეგების პრევენციასა და ლიკვიდაციას, საავარიო რეაგირების პროტოკოლებს, შენობების საიმედოობის შეფასების მეთოდებს, სეისმური დაცვის ღონისძიებებსა და მაღლივი შენობებისა და ცათამბჯენების კონსტრუქციულ სისტემებს.
დეპარტამენტის ამოცანები
- სტუდენტების აღზრდა, რომლებსაც შეუძლიათ შენობების დაპროექტება თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით
- არსებული კონსტრუქციების რეკონსტრუქცია და გაძლიერება
- არსებული გაანგარიშების მეთოდების სრულყოფა სამეცნიერო კვლევებით და ახალი კონსტრუქციების დაპროექტება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით
- ევროპული სტანდარტების მიხედვით შენობებისა და კონსტრუქციული ელემენტების დაპროექტების კომპეტენციის განვითარება
- შენობების საიმედოობის შეფასების უნარის ჩამოყალიბება
- სეისმური ზონის შესაბამისი ეფექტური სეისმური დაცვის ღონისძიებების გამოყენება