უკან
Placeholder

დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ელინა ქრისტესიაშვილი

დეპარტამენტის უმთავრეს მისიად კვლავაც რჩება მშენებლობის ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით წარმატებული, მოთხოვნადი სპეციალისტების აღზრდა და გამოშვება. დეპარტამენტის მიზანია საგანმანათლებლო პროცესის შესაბამისობა სასწავლო პროგრამებთან, დარგობრივი სახელმძღვანელოებითა და ნორმატიული ლიტერატურით უზრუნველყოფა და სტუდენტთა ჩართულობის გაზრდა კვლევით საქმიანობაში. დეპარტამენტი მუშაობს საინვესტიციო-სამშენებლო სექტორში მდგრადი განვითარების სტრატეგიების, მარკეტინგული მიდგომებისა და კომპანიების ეფექტიანობის შეფასების მეთოდების შემუშავებაზე. მიზნების მიღწევა შესაძლებელი გახდება საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სწორი სტრატეგიის შემუშავებით და აკადემიური პერსონალის მზაობის გაუმჯობესებით.

დეპარტამენტის ამოცანები

  • საგანმანათლებლო პროცესის სასწავლო პროგრამებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • დარგობრივი სახელმძღვანელოებითა და ნორმატიული ლიტერატურით უზრუნველყოფა
  • სტუდენტთა ჩართულობის გაზრდა კვლევით საქმიანობაში
  • მდგრადი განვითარების სტრატეგიების, მარკეტინგული მიდგომებისა და საინვესტიციო-სამშენებლო სექტორის ეფექტიანობის შეფასების მეთოდების შემუშავება
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?