საგზაო დეპარტამენტი
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნუგზარ რურუა
საგზაო დეპარტამენტი წარმოადგენს სამშენებლო ფაკულტეტის საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო-მეთოდურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში. დეპარტამენტის მთავარი მიზანია სატრანსპორტო მშენებლობის (ინჟინერიის) მიმართულებით კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის საჭირო თანამედროვე კომპეტენციებით. ძირითადი ამოცანებია ბაკალავრებისა და პროფესიული განათლების მქონე კადრების მომზადება პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული აკადემიური განათლებით, ასევე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე ორიენტირებული მაგისტრებისა და დოქტორანტების მომზადება. დეპარტამენტი მართავს სასწავლო გეგმებსა და სილაბუსებს, ავითარებს ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს, აუმჯობესებს სწავლების ხარისხს თანამედროვე მეთოდებით და აორგანიზებს სტუდენტურ კვლევით მუშაობას.
დეპარტამენტის ამოცანები
- სატრანსპორტო მშენებლობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიური პროგრამების განხორციელება
- სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა
- საექსპერტო კონსულტაციები