Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (კონკურსი თანამშრომლებისთვის ცხადდება მეორედ)

ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Rzeszów University of Technology - RUT) (ჟეშუვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.

ეროვნული საინჟინრო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის – 2025/26 აკადემიური წელი

ეროვნული საინჟინრო უნივერსიტეტი (Universidad Nacional de Ingeniería - UNI) (ლიმა, პერუ) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამას, ე.წ. ნულოვანი გრანტით, 2025-26 აკადემიური წლისათვის.

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა საქარიას უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

საქარიას უნივერსიტეტი (Sakarya University) (საქარია, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.

Erasmus+ – საკონკურსო ვადების ცვლილება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში იმ აპლიკანტი სტუდენტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი, სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 8 დეკემბერი შეიცვალა 9 დეკემბრით.

XV კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეთხუთმეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 8 დეკემბერს, 11:00 საათზე, ხოლო კონსულტაცია სტუ-ს უცხოურენოვანი სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება 14:00 საათზე, ინგლისურ ენაზე.

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი – საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის „იდეების ციფრული კავშირი“.

2026 წლის 20-24 აპრილს ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტში (University of Hradec Králové - UHK) (ჰრადეც კრალოვე, ჩეხეთის რესპუბლიკა) ტარდება საერთაშორისო კვირეული პროფესორ-მასწავლებლებისა და უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, სახელწოდებით „იდეების ციფრული კავშირი“.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?