საერთაშორისო სიახლეები
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს წარმომადგენელთა ადმინისტრაციული მობილობა კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში
2023 წლის 10-14 ივლისს, სტუ-ს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნონა გოგსაძე; სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროფ. გინა გურეშიძე; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფ. თამარ ხოხობაშვილი და ასისტ. პროფ. დარეჯან ცუცქირიძე ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიდან Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდნენ კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Technical University of Cluj-Napoca) (კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი). იხილეთ ნონა გოგსაძის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორების აკადემიური და ადმინისტრაციული მობილობა პალერმოს უნივერსიტეტში
2023 წლის 4-8 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინრინგის ფაკულტეტის პროფესორები დავით მაღრაძე, ნინო ლომიძე და გიორგი ქვარცხავა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდნენ პალერმოს უნივერსიტეტში (Universita' degli Studi di Palermo – UniPa) (პალერმო, იტალია). იხილეთ აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინრინგის ფაკულტეტის პროფესორების მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბეირის ინტერიერის უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო და 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრები (თანამშრომლებისთვის)
ბეირის ინტერიერის უნივერსიტეტი (University of Beira Interior - UBI) (კოვილა, პორტუგალია), ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი – გლობალური პოსტსადოქტორო სასტიპენდიო პროგრამა 2024
ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტის უსაფრთხოების ტექნიკის ფაკულტეტი (Faculty of Safety Engineering, VŠB - Technical University of Ostrava) (ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა) აცხადებს კონკურსს გლობალურ პოსტსადოქტორო სასტიპენდიო პროგრამაზე 2024 - Global Postdocs Fellowships 2024.
მასარიკის პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტი – თანამშრომელთა მობილობის კვირეული 2024
2024 წლის 22-26 აპრილს ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი პრაღაში (Czech Technical University (CTU) in Prague) (პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა) აწყობს მობილობის კვირეულს თანამშრომელთათვის 2024 - „TRAINING & JOB SHADOWING WEEK 2024, ACADEMICS TEACHING LANGUAGE FOR SPECIFIC PURPOSES“.
III საზაფხულო სკოლა კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (IMC University of Applied Sciences Krems - IMC Krems) (დუნაის კრემსი, ავსტრია) აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.