კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფ. იოლანტა ბიეგანსკას კვლევითი სტაჟირება სტუ-ს სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე

2024 წლის 9-29 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კვლევითი სტაჟირების ფარგლებში სტუმრობდა სტუ-ს პარტნიორი კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (AGH University of Science and Technology) (კრაკოვი, პოლონეთი) ენერგეტიკისა და საწვავის ფაკულტეტის პროფესორი იოლანტა ბიეგანსკა (Jolanta Biegańska).

სასტიპენდიო პროგრამა მეცნიერი ქალებისთვის

საფრანგეთის საელჩო და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საქართველოს მოქალაქე მეცნიერ ქალებს სთავაზობენ მონაწილეობას კვლევით სასტიპენდიო პროგრამაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

კონსტანცის საზღვაო უნივერსიტეტი – საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო ვორქშოპი

კონსტანცის საზღვაო უნივერსიტეტი (Constanta Maritime University) (კონსტანცა, რუმინეთი) 2024 წლის 24-26 მაისს ატარებს საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო ვორქშოპს.

Erasmus+ – სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტის წარმატებული მობილობა შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი მარიამ ცოციაშვილი, 2023-2024 წლის საშემოდგომო სემესტრში, Erasmus+ პროექტის ფარგლებში მობილობით (საერთაშორისო მობილობა კრედიტების დაგროვებით) იმყოფებოდა შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Middle East Technical University - METU) (ანკარა, თურქეთი). იხილეთ მარიამ ცოციაშვილის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2023/2024 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (VIII საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)

შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (Middle East Technical University - METU) (ანკარა,თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებს მერვე საერთაშორისო კვირეულს თანამშრომლებისთვის, რომელიც გაიმართება 2024 წლის 13-17 მაისს - Erasmus+ ICM Staff Week.

ERASMUS+ – სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის ასოც. პროფ. ტაბატაძის აკადემიური მობილობა კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

2024 წლის 15-19 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ასოც. პროფ. ანა ტაბატაძემ Erasmus+ აკადემიური მობილობით მონაწილობა მიიღო პროექტის კოორდინატორ კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (AGH University of Science and Technology) (კრაკოვი, პოლონეთი) მიერ ორგანიზებულ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულში. იხილეთ ასოც. პროფ. ანა ტაბატაძის მიერ წარმოდგენილი ანგარიში:

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?