საერთაშორისო სიახლეები
Erasmus+ – საერთაშორისო კვირეული სტუ-ში (27-31 მაისი, 2024)
2024 წლის 27-31 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეული ჩატარდა. სწავლებისა და ტრეინინგის მიზნით სტუ-ს სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან.- პოლონეთი: ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (Lublin University of Technology – LUT) პროექტის კოორდინატორები იულია ბოიკო (Yuliia Boiko) და იულია იასკლევიჩი (Julija Jasklewicz); ლოძის ტექნიკური უნივერსიტეტიდან (Technical University of Lodz – TUL) პროექტის კოორდინატორები ასოც. პროფ. ოლექსანდრ შტიკა (Oleksandr Shtyka) და პროფ. ტომაშ მინიეცკი (Tomasz Maniecki); ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (Bialystok University of Technology – BUT) ასისტ. პროფ. ლუკაშ ნაზარკო (Łukasz Nazarko); ნისის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან (University of Applied Sciences in Nysa) პროფ. პიოტრ ოპალკა (Piotr Grzegorz Opałka); ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან (Wrocław University of Sciences and Technology - WUST) პროფ. ლუკაშ ბედნარჟი (Łukasz Bednarz); ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (Rzeszów University of Technology) ასისტ. პროფ. ანჯეი ძიერვა (Andrzej Dzierwa) და ასისტ. პროფ. ბარტოშ პიატეკი (Bartosz Piątek).- ბულგარეთი: რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტიდან (University of Ruse “Angel Kanchev”) პროფესორები გალინა დაშკალოვა (Galina Daskalova), პლამენ ივანოვ დაშკალოვი (Plamen Ivanov Daskalov) და იულიანა პოპოვა (Juliana Popova).- თურქეთი: სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტიდან (Sivas Cumhuriyet University) ასისტ. პროფ. საიდე სელინ ერაი (Saide Selin ERAY) და ლექტორი სემა ბალჩიკი (Sema BALÇIK).
Erasmus+ – ტესტირების ვადის ცვლილება
Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსებისთვის, ტესტირება უცხოურ ენებში ჩატარდება 2024 წლის 18 აპრილს (10 აპრილის ნაცვლად).
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის თანამშრომელთა აკადემიური მობილობა დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
2023 წლის 16-20 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასოც. პროფ. ანა ფიცხელაური და ასისტ. პროფ. მარიამ წიკლაური Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდნენ დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (West Pomeranian University of Technology - WPUT) (შჩეცინი, პოლონეთი). იხილეთ ასისტ. პროფ. მარიამ წიკლაურის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში.
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის აკადემიური მობილობა გრანადის უნივერსიტეტში
2024 წლის 8-12 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასისტ. პროფ. თამთა ღლონტი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა გრანადის უნივერსიტეტში (University of Granada - UG) (გრანადა, ესპანეთი). იხილეთ ასისტ. პროფ. თამთა ღლონტის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (University of Valladolid - UVa) (ვალიადოლიდი, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო სტიპენდიების პროგრამა – 2024-2025 აკადემიური წელი
სლოვაკეთის რესპუბლიკის ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში, ქართველი სტუდენტებისთვის გამოყოფილია 2 სამთავრობო სტიპენდია 2024-2025 აკადემიური წლისათვის. სტიპენდიები განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის.