საერთაშორისო სიახლეები
სტამბოლის ტოპკაპი უნივერსიტეტი – USBED IV საერთაშორისო კონფერენცია სოციალურ მეცნიერებებში გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით
2024 წლის 1-2 ნოემბერს გაიმართება IV საერთაშორისო კონფერენცია სოციალურ მეცნიერებებში გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელსაც უმასპინძლებს თურქეთის სტამბოლის ტოპკაპი უნივერსიტეტი (Istanbul Topkapı University) (სტამბოლი, თურქეთი). ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო ჟურნალი და კონფერენციები სოციალურ და განათლების მეცნიერებებთან დაკავშირებით - USBED.
აზიის ახალგაზრდა ლიდერების ელიტარული პროგრამა 2024 – AYLEP
აზიის ახალგაზრდა ლიდერების ელიტარული პროგრამა 2024 (საზაფხულო კურსი) (Asian Youth Leaders Elite Program 2024 - AYLEP) აცხადებს აპლოკაციების მიღებას პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის, მიმდინარე წლის 15 ივნისამდე.
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორის ნ. ქავთარაძის აკადემიური მობილობა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
2024 წლის 20-24 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი ნინო ქავთარაძე აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Lublin University of Technology - LUT) (ლუბლინი, პოლონეთი). იხილეთ პროფ. ნინო ქავთარაძის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში.
საჯარო ლექცია “კიბოს მკურნალობა რადიოთერაპიის ინოვაციური მეთოდებით”
2024 წლის 15 მაისს, 17:00 სთ., ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში (107-ე აუდიტორია) ჩატარდება საჯარო ლექცია: "კიბოს მკურნალობა რადიოთერაპიის ინოვაციური მეთოდებით". საჯარო ლექციას წაიკითხავს საფრანგეთის პარიზ-საკლეს უნივერსიტეტისა (Université Paris-Saclay) და CNRS-ის ორსეს მოლეკულური კვლევების ინსტიტუტის პროფესორი სანდრინ ლაკომბი (Sandrine LACOMBE).
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)
ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (University of Valladolid - UVa) (ვალიადოლიდი, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლისათვის.
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტის, თ. ჯიბლაძის მობილობა სტაჟირების მიზნით პალერმოს უნივერსიტეტში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტი თამარ ჯიბლაძე სტაჟირების მიზნით Erasmus+ მობილობით იმყოფებოდა პროექტის კოორდინატორ პალერმოს უნივერსიტეტში (Unievsrity of Palermo - UniPa) (პალერმო, იტალია), 2023/24 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრში. იხილეთ თამარ ჯიბლაძის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში