ADA უნივერსიტეტი – სასტიპენდიო პროგრამები საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის, 2024/25 სასწავლო წელი

ADA უნივერსიტეტი (ბაქო, აზერბაიჯანი) „სუამის“ წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის აცხადებს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სასტიპენდიო პროგრამებს შემდეგ მიმართულებებზე: საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის მართვა, სოფლის მეურნეობა, დიზაინი და არქიტექტურა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინჟინერია, 2024/25 სასწავლო წლისათვის.

პეკინის პედაგოგიური უნივერსიტეტი – აბრეშუმის გზის სასტიპენდიო პროგრამა

პეკინის პედაგოგიური უნივერსიტეტი (Capital Normal University) (პეკინი, ჩინეთი) ქართველი სტუდენტებისთვის აცხადებს უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების პროგრამას, ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის - აბრეშუმის გზის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.

ESN-ის წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

2024 წლის 15 აპრილს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა „ერასმუსის სტუდენტურ ქსელ საქართველოს“ წარმომადგენლებს უმასპინძლა.  შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, მარიკა ზვიადაძე და ნინო ჟიჟილაშვილი ესწრებოდნენ. 

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა იასის გეორგე ასაკის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (მე-4 განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)

იასის გეორგე ასაკის ტექნიკური უნივერსიტეტი (Gheorghe Asachi Technical University of Iaşi - TUIASI) (იასი, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით, მეოთხედ აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბიალა პოდლასკის იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)

იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ბიალა პოდლასკაში (John Paul II University of Applied Sciences in Biała Podlaska) (ბიალა პოდლასკა, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლისთვის.

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბიალა პოდლასკის იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ბიალა პოდლასკაში (John Paul II University of Applied Sciences in Biała Podlaska) (ბიალა პოდლასკა, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?