Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტ ნათია ნამიჩეიშვილის ადმინისტრაციული მობილობა პალერმოს უნივერსიტეტში

2024 წლის 19-23 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ნათია ნამიჩეიშვილი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდა პალერმოს უნივერსიტეტში (University of Palermo - UNIPA) (პალერმო, იტალია). იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა – გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსებისთვის, სადაც სააპლიკაციო საბუთების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 6 დეკემბერი და 11 დეკემბერია, აპლიკანტების გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 12 დეკემბერს, 15:00 სთ.

Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფ. ნინო ჩხარტიშვილის აკადემიური მობილობა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში

2024 წლის 21-25 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფ. ნინო ჩხარტიშვილი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (Instituto Politécnico de Beja - IPBeja) (ბეჟა, პორტუგალია). იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (University of Life Sciences in Lublin - ULSL) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)

სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი (Sivas Cumhuriyet University) (სივასი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

ჩანდიგარის კოლეჯების ჯგუფი – საერთაშორისო სწავლების დახელოვნების პროგრამა 2025 (ITEP 2025)

2025 წლის 23-28 ივნისს ჩანდიგარის კოლეჯების ჯგუფი (CHANDIGARH GROUP OF COLLEGES JHANJERI) (მოჰალი, ინდოეთი)  ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო სწავლების დახელოვნების პროგრამას 2025 (INTERNATIONAL TEACHING EXCELLENCE PROGRAM - ITEP 2025).

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?