“ჩვენ მხოლოდ პატარა კოცონი დავანთეთ, დიდი ცეცხლი ახლა სტრასბურგში უნდა გაჩაღდეს, რომ ევროპული გულებიც აინთოს” – მიხეილ მუსხელიშვილი

მოგესალმებათ მიშელ მუსხელის კლუბი!

კლუბი წარმოადგენს სტუდენტთა დამოუკიდებელ გაერთიანებას, რომელიც მოქმედებს სტუდენტური თვითმმართველი კლუბის სტატუსით და რომლის მიზანიც ახალგაზრდების ევროპული იდეისა და ფასეულობების გარშემო გაერთიანებაა.

2023 წლის 25 სექტემბერს ჩვენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, დავაარსეთ კლუბი, სადაც ამ დიდი ქართველის იდეების თანამოზიარე ახალგაზრდები შევიკრიბებით, გავმართავთ დისკუსიებს, ჩავატარებთ სხვადასხვა ღონისძიებებს.

მიშელ მუსხელის კლუბი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს ჩაერთოს ევროპულ ღირებულებებზე და კულტურაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებში.

კონტაქტი

თავმჯდომარე

ნატა ჭანუყვაძე

chanukvadze.nata22@gtu.ge
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?