ნიკო ნიკოლაძე – ადამიანი, რომელმაც გაუსწრო დროს და საქართველოში საინჟინრო და ტექნოლოგიური სიახლეები ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა.

ვინ, თუ არა ნიკო ნიკოლაძე იყო 1922 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მაშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი. დიდ ივანე ჯავახიშვილთან ერთად, ნიკო ნიკოლაძე შესანიშნავად ხედავდა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი იყო განათლებული, სიახლეებთან ნაზიარები ინჟინრებისა და ტექნოლოგების გაზრდა.

სიახლეები და ინოვაცია – იყო და არის პროგრესისა და განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა და ამიტომ, 2023 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტების ინიციატივით, ნიკო ნიკოლაძის კლუბი დაფუძნდა.

შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ თანამოაზრეებს – მოტივირებულ, სიახლის ძიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს!

კონტაქტი

თავმჯდომარე

დავით ლეშკაშელი

d.leshkasheli@gtu.ge
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?