ესთერჰაზი კაროლის კათოლიკური უნივერსიტეტი – ეგერის საზაფხულო უნივერსიტეტი 2026

ესთერჰაზი კაროლის კათოლიკური უნივერსიტეტი (Eszterházy Károly Catholic University) (ეგერი, უნგრეთი) აცხადებს მიღებას საზაფხულო უნივერსიტეტის ორ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლებიც გაიმართება 2026 წლის 29 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით უნგრეთის ისტორიულ ქალაქ ეგერში.

Erasmus+ – გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსებისთვის, სადაც სააპლიკაციო საბუთების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 24 იანვარია, გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება მიმდინარე წლის 28 იანვარს, 12:00 სთ.

გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)

რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (INSA Rennes) (რენი, საფრანგეთი) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

პროექტი GPSEducation – იტალიელი სტუდენტის პრეზენტაცია ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე

2026 წლის 23 თებერვალს ფოჯის უნივერსიტეტის (University of Foggia) (ფოჯა, იტალია) სტუდენტმა ემილიო კასიელომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე სტუ-ში ჩატარებული კვლევისა და ფოჯის უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ღონისძიებას ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის (XII, XIII)

2025-2026 სასწავლო წლის II სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეთორმეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის ჩატარდა ორშაბათს, 2 მარტს, 11:00 საათზე, თანამშრომლებისთვის - 14:00 საათზე, ხოლო მეცამეტე კონსულტაცია სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ინგლისურ ენაზე ჩატარდა სამშაბათს, 3 მარტს, 11:00 საათზე.

ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის (XIV, XV)

2025-2026 სასწავლო წლის II სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეთოთხმეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 9 მარტს, 11:00 საათზე, თანამშრომლებისთვის - 14:00 საათზე, ხოლო მეთხუთმეტე კონსულტაცია სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ინგლისურ ენაზე ჩატარდება სამშაბათს, 10 მარტს, 11:00 საათზე.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?