Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კარლო ბოს ურბინოს უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)

კარლო ბოს ურბინოს უნივერსიტეტი (University of Urbino Carlo Bo - UniUrb) (ურბინო, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლისთვის.

ADA უნივერსიტეტი – გაცვლითი პროგრამები საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის, 2026/27 სასწავლო წლის I სემესტრი

ADA უნივერსიტეტი (ADA University) (ბაქო, აზერბაიჯანი) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

Türkiye Bursları თურქეთის სტიპენდიების პროგრამები 2026

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა "თურქეთის სტიპენდიების" (Türkiye Bursları) პროგრამის ფარგლებში გამოყოფს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიებს 2026 წლისათვის.

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა უშაკის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)

უშაკის უნივერსიტეტი (Uşak University- UU) (უშაკი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

პროექტი GPSEducation – იტალიელი სტუდენტის პრეზენტაცია ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე

2026 წლის 23 თებერვალს ფოჯის უნივერსიტეტის (University of Foggia) (ფოჯა, იტალია) სტუდენტმა ემილიო კასიელომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე სტუ-ში ჩატარებული კვლევისა და ფოჯის უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ღონისძიებას ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის (XII, XIII)

2025-2026 სასწავლო წლის II სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეთორმეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის ჩატარდა ორშაბათს, 2 მარტს, 11:00 საათზე, თანამშრომლებისთვის - 14:00 საათზე, ხოლო მეცამეტე კონსულტაცია სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ინგლისურ ენაზე ჩატარდა სამშაბათს, 3 მარტს, 11:00 საათზე.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?