საერთაშორისო სიახლეები
Erasmus+ – I საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის კასტამონუს უნივერსიტეტში
კასტამონუს უნივერსიტეტი (Kastamonu University - KU) (კასტამონუ, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისათვის. კონკურსში გამარჯვებულმა აპლიკანტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს კასტამონუს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პირველ საერთაშორისო კვირეულში, რომელიც ჩატარდება 2024 წლის 14-18 ოქტომბერს.
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოც. პროფ. თ. ლოლაძის ადმინისტრაციული მობილობა გაზის უნივერსიტეტში
2024 წლის 6-10 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცინერო და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ასოც. პროფ. თამარ ლოლაძე ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდა გაზის უნივერსიტეტში (Gazi University (გაზი, თურქეთი). იხილეთ პროფ. თამარ ლოლაძის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში.
ქვემო რაინის უმაღლესი სკოლა – გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი
2024 წლის 7-11 ნოემბერს ქვემო რაინის უმაღლეს სკოლაში - გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (Hochschule Niederrhein - University of Applied Sciences) (კრეფელდი, გერმანია) გაიმართება საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის "მულტილინგვიზმი სწავლასა და სწავლებაში". ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რომის საპიენცის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
რომის საპიენცის უნივერსიტეტი (Sapienza University of Rome) (რომი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
სტიპენდიები კალიფორნიაში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს კალიფორნიის უნივერსიტეტებში 70%-იანი სტიპენდიის მოპოვების საშუალება ეძლევათ.
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფ. მ. ჩხაიძის აკადემიური მობილობა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
2024 წლის 10-14 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის უფროსი, პროფ.მარიამ ჩხაიძე აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Koszalin University of Technology - KUT) (კოშალინი, პოლონეთი). იხილეთ პროფ. მარიამ ჩხაიძის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში.