საერთაშორისო სიახლეები
“აბრეშუმის გზის” ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამები – 2024-25 აკადემიური წელი
"აბრეშუმის გზის" ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო უნივერსიტეტი ("Silk Road" International University of Tourism and Cultural Heritage) (სამარყანდი, უზბეკეთის რესპუბლიკა) აცხადებს სტიპენდიებს სამაგისტრო პროგრამებზე 2024-25 აკადემიური წლისთვის.
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი – II სწავლების საერთაშორისო კვირეული 2025
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (IMC Krems University of Applied Sciences) (კრემსი, ავსტრია) იწვევს პროფესორ-მასწავლებლებს მონაწილეობის მისაღებად II სწავლების საერთაშორისო დღეებში 2025 (2nd International Teaching Days 2025), რომელიც 2025 წლის 1-5 აპრილს იგეგმება.
KATIP – თურქული ენის სასტიპენდიო პროგრამა აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის
თურქეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის აცხადებს თურქული ენის 8-თვიან სასტიპენდიო პროგრამას (KATIP -Turkish Language Program For Public Officials And Academicians).
ქვემო რაინის უმაღლესი სკოლა – გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი
2024 წლის 7-11 ნოემბერს ქვემო რაინის უმაღლეს სკოლაში - გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (Hochschule Niederrhein - University of Applied Sciences) (კრეფელდი, გერმანია) გაიმართება საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის "მულტილინგვიზმი სწავლასა და სწავლებაში". ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს.
II კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
2024-2025 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეორე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტების ჩატარდება ორშაბათს, 30 სექტემბერს, 14:00 საათზე, ხოლო თანამშრომლებისთვის - სამშაბათს, 1-ელ ოქტომბერს, 14:00 საათზე.
განახლდა ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
განახლდა ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის.