საერთაშორისო სიახლეები
ტუშის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამები – 2024/25 აკადემიური წელი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი ტუშის უნივერსიტეტი (University of Tuscia) (ვიტერბო, იტალია) აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე 2024/25 აკადემიური წლისათვის.
JUNIA მეცნიერებისა და ინჟინერიის მაგისტრატურის სკოლა – მოწვეული პროფესორის მობილობის პროგრამა 2024/25 სასწავლო წლისთვის
JUNIA მეცნიერებისა და ინჟინერიის მაგისტრატურის სკოლა (JUNIA Graduate school of Science and Engineering) (ლილი, საფრანგეთი) აცხადებს მოწვეული პროფესორის მობილობის პროგრამას აკადემიური თანამშრომლებისთვის, 2024/25 სასწავლო წლისათვის.
II კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
2024-2025 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეორე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტების ჩატარდება ორშაბათს, 30 სექტემბერს, 14:00 საათზე, ხოლო თანამშრომლებისთვის - სამშაბათს, 1-ელ ოქტომბერს, 14:00 საათზე.
Erasmus+ – I საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის კასტამონუს უნივერსიტეტში
კასტამონუს უნივერსიტეტი (Kastamonu University - KU) (კასტამონუ, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისათვის. კონკურსში გამარჯვებულმა აპლიკანტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს კასტამონუს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პირველ საერთაშორისო კვირეულში, რომელიც ჩატარდება 2024 წლის 14-18 ოქტომბერს.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბიალა პოდლასკის იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)
იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ბიალა პოდლასკაში (John Paul II University of Applied Sciences in Biała Podlaska) (ბიალა პოდლასკა, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლისთვის.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტი (Afyon Kocatepe University – AKU) (აფიონი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.