საერთაშორისო სიახლეები
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (INSA Rennes) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
გაცვლითი პროგრამა აბდულა გიულის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (სტუდენტებისთვის)
აბდულა გიულის უნივერსიტეტი (Abdullah Gül University - AGU) (კაისერი, თურქეთი) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფ. მ. ჩხაიძის აკადემიური მობილობა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
2024 წლის 10-14 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის უფროსი, პროფ.მარიამ ჩხაიძე აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Koszalin University of Technology - KUT) (კოშალინი, პოლონეთი). იხილეთ პროფ. მარიამ ჩხაიძის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში.
JUNIA მეცნიერებისა და ინჟინერიის მაგისტრატურის სკოლა – მოწვეული პროფესორის მობილობის პროგრამა 2024/25 სასწავლო წლისთვის
JUNIA მეცნიერებისა და ინჟინერიის მაგისტრატურის სკოლა (JUNIA Graduate school of Science and Engineering) (ლილი, საფრანგეთი) აცხადებს მოწვეული პროფესორის მობილობის პროგრამას აკადემიური თანამშრომლებისთვის, 2024/25 სასწავლო წლისათვის.
Erasmus+ და სხვა გაცვლით პროექტებში მონაწილეთა სტატისტიკა
Erasmus+ სტატისტიკა თანამშრომლებისთვის - 2024/2025 წლის საგაზაფხულო სემესტრში გამოცხადებულ Erasmus+ მობილობის პროგრამის კონკურსის ფარგლებში ევროპულ კოორდინატორ უნივერსიტეტებში ნომინირებული იქნა 29 თანამშრომელი, მათ შორის, 12 ადმინისტრაციული და 17 აკადემიური თანამშრომელი.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – ფრანგულ-ქართული დარგობრივი სკოლა ფიზიკაში
2024 წლის 1-3 ნოემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეწყობა ფრანგულ-ქართული დარგობრივი სკოლა ფიზიკაში.