Erasmus+ – ესპანეთის, პორტუგალიისა და პოლონეთის უნივერსიტეტების თანამშრომელთა აკადემიური მობილობა სტუ-ში

2024 წლის 7 - 11 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური მობილობით სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები: ასოც. პროფ. მარიო მონაკო (Mario Monaco) კორდობის უნივერსიტეტიდან (University of Cordoba) (კორდობა, ესპანეთი); ასისტ. პროფ. ანდრეია სოფია ოლივეირა გარსია (Andreia Sofia Oliveira Garcia) ბეირა ინტერიორის უნივერსიტეტიდან (University of Beira Interior) (კოვილია, პორტუგალია); ასისტ. პროფ. გჟეგოჟ იანკოვსკი (Grzegorz Janowski) ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (Rzeszów University of Technology) (ჟეშუვი, პოლონეთი); პროფესორები ჰალინა კვაშნიჩკა (Halina Kwaśnicka) და ურსულა მარკოვსკა-კაჩმარი (Urszula Markowska-Kaczmar) ვროცლავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (Wroclaw University of Technology) (ვროცლავი, პოლონეთი).

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა – ტესტირება უცხოურ ენაში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსებისთვის, სადაც სააპლიკაციო საბუთების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 25 ოქტომბერია, შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე.

მომავალი მდგრადობის ლიდერები 2025

არაბთა გაერთიანებული საამიროები უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს სთავაზობს ერთწლიან პროგრამას “მომავალი მდგრადობის ლიდერები 2025” (Future Sustainability Leaders – FSL).

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ანგელ კანჩევის სახელობის რუსის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

ანგელ კანჩევის სახელობის რუსის უნივერსიტეტი ("Angel Kanchev" University of Ruse) (რუსე, ბულგარეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

V კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

2024-2025 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეხუთე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისთვის ჩატარდება სამშაბათს, 22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ხოლო თანამშრომლებისთვის - ოთხშაბათს, 23 ოქტომბერს, 14:00 საათზე.

Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფ. ნინო რატიანის აკადემიური მობილობა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში

2024 წლის 23-27 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. ნინო რატიანი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში (VSB-Technical University of Ostrava) (ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა). იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?