საერთაშორისო სიახლეები
Erasmus+ – ესპანეთის, პორტუგალიისა და პოლონეთის უნივერსიტეტების თანამშრომელთა აკადემიური მობილობა სტუ-ში
2024 წლის 7 - 11 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური მობილობით სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები: ასოც. პროფ. მარიო მონაკო (Mario Monaco) კორდობის უნივერსიტეტიდან (University of Cordoba) (კორდობა, ესპანეთი); ასისტ. პროფ. ანდრეია სოფია ოლივეირა გარსია (Andreia Sofia Oliveira Garcia) ბეირა ინტერიორის უნივერსიტეტიდან (University of Beira Interior) (კოვილია, პორტუგალია); ასისტ. პროფ. გჟეგოჟ იანკოვსკი (Grzegorz Janowski) ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (Rzeszów University of Technology) (ჟეშუვი, პოლონეთი); პროფესორები ჰალინა კვაშნიჩკა (Halina Kwaśnicka) და ურსულა მარკოვსკა-კაჩმარი (Urszula Markowska-Kaczmar) ვროცლავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (Wroclaw University of Technology) (ვროცლავი, პოლონეთი).
მომავალი მდგრადობის ლიდერები 2025
არაბთა გაერთიანებული საამიროები უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს სთავაზობს ერთწლიან პროგრამას “მომავალი მდგრადობის ლიდერები 2025” (Future Sustainability Leaders – FSL).
V კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
2024-2025 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეხუთე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისთვის ჩატარდება სამშაბათს, 22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ხოლო თანამშრომლებისთვის - ოთხშაბათს, 23 ოქტომბერს, 14:00 საათზე.
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფ. ნინო რატიანის აკადემიური მობილობა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში
2024 წლის 23-27 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. ნინო რატიანი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში (VSB-Technical University of Ostrava) (ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა). იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში.
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფ. ომარ ლანჩავას აკადემიური მობილობა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში
2024 წლის 23-27 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის პროფესორი ომარ ლანჩავა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში (VSB-Technical University of Ostrava) (ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა). იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)
დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (West Pomeranian University of Technology - WPUT) (შჩეცინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლისათვის.