მობილობის მსურველმა სტუდენტმა მკაცრად უნდა დაიცვას ვადები, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცედურა არ განხორციელდება.

მობილობასთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაცია

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);-ვაჟებისთვის
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი, დამოწმებული უსდ ბეჭდით
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული უსდ ბეჭდით)
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • დაფინანსებული სტუდენტების შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი
  • პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია

მობილობით გადმოსვლის მსურველმა პირმა, რომელიც სსიპ – მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე გაივლის რეგისტრაციას (2025 წლის 29 იანვრიდან – 7 თებერვლის ჩათვლით) და მოიპოვებს სტუ-ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს უნივერსიტეტს შიდა რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარსადგენად.

მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
  • სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
  • პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების/ აღდგენის/ შეწყვეტის) დამოწმებული ასლები;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში):
  1. ბაკალავრმა – საშუალო განათლების ატესტატის ასლი;
  2. მაგისტრანტმა – ბაკალავრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი;
  3. დოქტორანტმა – მაგისტრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი.

ჩათვლილი კრედიტებისა და ამის საფუძველზე განსაზღვრული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი, მობილობის მსურველ პირს აცნობებს არაუგვიანეს 2025 წლის 17 თებერვლისა. მობილობის მსურველი ვალდებულია, გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს წერილობით განაცხადოს თანხმობა ან უარი სტუ-ში მობილობით გადმოსვლის შესახებ.

სტუ-ში მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან აფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ. ბრძანება სტუ-ში მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2025 წლის 1 მარტისა.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?