საერთაშორისო სიახლეები
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფ. ნინო ჩხარტიშვილის აკადემიური მობილობა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში
2024 წლის 21-25 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფ. ნინო ჩხარტიშვილი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (Instituto Politécnico de Beja - IPBeja) (ბეჟა, პორტუგალია). იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასისტ. ალექსანდრე ლაბაძის აკადემიური მობილობა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში
2024 წლის 18-22 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასისტენტი ალექსანდრე ლაბაძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში (University of West Attica) (ათენი, საბერძნეთი), სადაც მონაწილეობა მიიღო პერსონალის საერთაშორისო კვირეულში. იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში
Erasmus+ შერეული ინტენსიური პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University - VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს შერეულ ინტენსიურ პროგრამაზე (Blended Intensive Programme - BIP) 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტი – XIV საერთაშორისო კონფერენცია “სოფლის მეურნეობა სიცოცხლისთვის, სიცოცხლე სოფლის მეურნეობისთვის”
2025 წლის 5-7 ივნისს ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტში (University of Agronomic Sciences and Veterinary Medicine of Bucharest – USAMV) (ბუქარესტი, რუმინეთი) ტარდება მე-14 საერთაშორისო კონფერენცია "სოფლის მეურნეობა სიცოცხლისთვის, სიცოცხლე სოფლის მეურნეობისთვის".
XI კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
2024-2025 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეთერთმეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 2 დეკემბერს, 14:00 საათზე, ხოლო თანამშრომლებისთვის -16:00 საათზე.
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თამაზ ურთმელიძის ადმინისტრაციული მობილობა ვილნიუსის გედიმინასის სახ. ტექნიკურ უნივერსიტეტში
2023 წლის 8-12 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი თამაზ ურთმელიძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდა ვილნიუსის გედიმინასის სახ. ტექნიკურ უნივერსიტეტში (Vilnius Gediminas Technical University - VILNIUS TECH) (ვილნიუსი, ლიეტუვა), სადაც მონაწილეობა მიიღო პერსონალის საერთაშორისო ტრეინინგ კვირეულში. იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში